Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა. კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 732-დან 735-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 20 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 557-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 391-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

27 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3076 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG