Accessibility links

კალაძე: ავტობუსებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კონდიცირების ჩართვა დაუშვებელი იქნება, ფანჯრები კი ღია უნდა იყოს.

"უნდა გაფრთხილდეს ავტობუსების მძღოლები, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული. ფანჯრები ღია, რომ მაქსიმალურად ნიავდებოდეს ჰაერი. მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ისედაც ჰაერი ნიავდება", - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისიდან აღდგება. მუნიციპალურ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება ნიღბის გამოყენება.

8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიმოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG