Accessibility links

site logo site logo

„გაზპრომი“ საქართველოსთვის აირზე ფასის დაკლებას არ განიხილავს


„გაზპრომმა“ საქართველოსთან ახალი შეთანხმებით მტკიცედ დააფიქსირა გაზის შერჩევის შესახებ ქვეყნის ვალდებულება. ამასთანავე, ფასი იქნება ისეთივე, როგორც იყო ადრე, წლიური 100 %--ის გამომუშავებისას, - განუცხადეს სააგენტო „ტასს“ კომპანიის პრესსამსახურში.

„საქართველოსთვის ფასი იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, წლიური 100 %-იანი საკონტრაქტო მოცულობის გამომუშავებისას. ახლა, ამ შერჩევის ვალდებულებები მტკიცედაა დაფიქსირებული“, - აცხადებენ „გაზპრომში“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს, რის საფუძველზეც მოწოდებულ აირზე ფასის 15%-იან შემცირებას ვარაუდობს.

სააგენტო „ტასის“ თანახმად, საქართველომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციისგან 160 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რაც რუსეთის გაზის წლიური იმპორტის 5%-ს შეადგენს. წელს საქართველო 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის შეძენას გეგმავს „გაზპრომისგან“. ხოლო ნათია თურმავას თქმით, საქართველო 200 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენას აპირებს.

სააგენტო „ტასის“ თანახმად, საქართველოს რუსეთისგან გაზი 2006-დან 2019 წლამდე არ შეუძენია, ქვეყანა რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული გაზის ტრანზიტის 10%-ს იღებდა. 2017 წელს რუსეთმა საქართველოს ტრანზიტის საფასური ნაწილობრივ თანხით, ნაწილობრივ კი ნედლი პროდუქცით გადაუხადა. ხოლო 2018 წელს მხოლოდ თანხით აუნაზღაურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG