Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის ქალაქ ჩერკასის მერი


უკრაინის ქალაქ ჩერკასის მერმა ანატოლი ბონდარენკომ „პატივისა და ღირსების შელახვისათვის“ სასამართლოში უჩივლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ქვეყნის პრეზიდენტსა და ქალაქ ჩერკასის მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ბონდარენკომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეარბილა ქვეყანაში შემოღებული კარანტინი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერკასის მერს „იურიდიული შედეგებით“ დაემუქრა, შემდეგ კი ბონდარენკოს „ბანდიტი“ უწოდა.

„ყველას გვახსოვს, თუ როგორ უწოდა რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბანდიტი“ ბონდარენკოს. აი, პასუხი. შევხვდებით პრეზიდენტს სასამართლოში“, - განაცხადა სარჩელის შეტანის შემდეგ ბონდარენკოს ადვოკატმა დენის ციპინმა.

სარჩელს კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ბონდარენკო „პატივისა და ღირსების შელახვისათვის“ მორალური კომპენსაციის სახით ვოლოდიმირ ზელენსკისგან სიმბოლური თანხის „ერთი ჰრივნის“ გადახდას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG