Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: კომუნალური შეღავათებით 1,2 მილიონმა ოჯახმა ისარგებლა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში კომუნალური გადასახადების შეღავათით 1,2 მლნ ოჯახმა ისარგებლა. ამის შესახებ მან პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებული მოხსენების დროს თქვა.

მან დააკონკრეტა, რომ შეღავათით ისარგებლა 1,2 მლნ ოჯახმა და არა პირმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობას 3 თვის განმავლობაში შეღავათები დაუწესდა. ყველა ის ოჯახი, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატ ელ-ენერგიას მოიხმარდა, დენის, წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლისგან თავისუფლდებოდა. გარდა ამისა, შეღავათი ვრცელდებოდა ბუნებრივი აირის მოხმარების დროსაც - ოჯახი, რომელიც 200 კუბურ მეტრ გაზზე ნაკლებს მოიხმარდა, საფასურის გადახდისგან თავისუფლდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG