Accessibility links

გახარია: საბიუჯეტო შემოსავლები 1,8 მილიარდით ნაკლები იქნება. ხარჯებს შევამცირებთ 600 მილიონით


საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიმდინარე წელს, საბიუჯეტო შემოსავლები 1 მილიარდ 800 მილიონით ნაკლები იქნება.

გახარიას თქმით, მთავრობა 600 მილიონით შეამცირებს საბიუჯეტო ხარჯებს - 300 მილიონი მიმდინარე ხარჯებია, 300 მილიონი კი - კაპიტალური.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველი შეფასებით, საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ით შემცირდება.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაასრულა მოლაპარაკებები და სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა შეათანხმა.

“ეს ნიშნავდა სხვა დონორებთან მუშაობის გამარტივებას, რაც 2-3 კვირის განმავლობაში დადასტურდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო მხარდაჭერა დონორებისგან 1 მილიარდ 500 მილიონის ოდენობით”, - ამბობს გახარია და ამატებს, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილის ათვისება ხელისუფლებამ უკვე დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG