Accessibility links

ჰონგ-კონგში აპროტესტებენ კანონპროექტს ჩინეთის ეროვნული ჰიმნის შესახებ


27 მაისს ჰონგ-კონგის პოლიციამ პილპილის ბურთები გამოიყენა ხალხის წინააღმდეგ. დემონსტრანტები ქალაქის რამდენიმე რაიონში მართავენ აქციებს და აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც ჩინეთის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს.

დღის პირველ ნახევარში მინიმუმ 17 დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის, 14 და 15 წლის მოსწავლეები, რომლებსაც ბრალად ედებათ „იარაღის ფლობა, რომელიც უკანონო მიზნებისთვის არის გამოსადეგი“. მათ ჩაფხუტები და რესპირატორები ჰქონდათ.

კანონპროექტის თანახმად, ჰონგ-კონგში სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ჩინეთის ჰიმნი, „ყველა პირმა და ორგანიზაციამ“ უნდა დაუკრას და იმღეროს ის „სათანადო შემთხვევებში“.

თუკი კანონპროექტს დაამტკიცებენ, როგორც ეს მოსალოდნელია, ჰიმნის „დაცინვის ან ბოროტად გამოყენებისთვის“ გათვალისწინებულია სამ წლამდე პატიმრობა და 6000 დოლარამდე ჯარიმა.

თუ კანონპროექტი მეორე წაკითხვით იქნება მიღებული 27 მაისს, ივნისში შესაძლოა გაიმართოს მესამე წაკითხვა და კენჭისყრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG