Accessibility links

29 მაისიდან მიკროავტობუსებიც ამუშავდება, თუმცა მგზავრს ფეხზე ვერ დააყენებენ


29 მაისიდან თბილისში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსებიც დაიწყებენ მოძრაობას, თუმცა განსხვავებული წესებით. ინფორმაციას კომპანია თბილისის მიკროავტობუსი ავრცელებს.

"აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება", - აცხადებენ კომპანიაში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შესახებ ცნობილი დღეს, 27 მაისს გახდა. მიკროავტობუსები 2 თვეზე მეტია გაჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG