Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შესაძლოა ნავთობის მოპოვების ამჟამინდელი დონის გაგრძელება მოითხოვოს


ნავთობმომპოვებელი ქვეყნების (OPEC) და ნავთობის ექსპორტიორი სხვა ქვეყნების ივნისის შეხვედრაზე, რომელიც OPEC+-ის სახელითაა ცნობილი, მოსკოვმა შესაძლოა წარმოადგინოს წინადადება, რომ ნავთობის მოპოვების შემცირების ამჟამინდელი დონე სექტემბრამდე შენარჩუნდეს მისი შერბილების ნაცვლად. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება.

აპრილის შეთანხმებებით, მაისიდან ივლისამდე OPEC+-მა ნავთობის მოპოვება დღეში თითქმის 9,7 მილიონი ბარელით უნდა შეამციროს. ამის შემდეგ ვარაუდობენ დღეში 8 მილიონ ბარელამდე შემცირებას მიმდინარე წლის ბოლომდე და 6 მილიონ ბარელამდე - 2021 წლის მაისამდე.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 8,5 მილიონ ბარელამდე ამცირებს მაის-ივლისში. გამოცემის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროში განიხილავენ ამ კვოტის შენარჩუნებას კიდევ ორი თვით.

გაზეთის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუსეთის პოზიციის გამკაცრება დაკავშირებულია ზეწოლასთან შეთანხმების მთავარი პარტნიორის, საუდის არაბეთის მხრიდან, რომელიც უკმაყოფილოა ნავთობის ამჟამინდელი ფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნამ ზრდა იწყო კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების თანდათანობით მოხსნასთან ერთად. საუდის არაბეთისთვის ნავთობის ოპტიმალური ფასია 80 დოლარი ბარელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG