Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია: ვერავის მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახედვასთან დაკავშირებით პარლამენტს არ მიმართავს. ამის შესახებ მან პარლამენტში მოხსენების დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს თქვა.

მისი თქმით, ამ პერიოდში დაახლოებით 9 ათასი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

"ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა არ იმუშავა... პანდემია გრძელდება და არავინ არ იცის, ჩვენ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას, რამეთუ შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების არ იმუშავებს", - თქვა გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის პრეზიდენტის დეკრეტით 3-ათასლარიანი ჯარიმა იყო განსაზღვრული. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG