Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას თქმით, ფასები 9 პროდუქტზე მხოლოდ გარეუბნებსა და სოფლებში გაიზარდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობისგან ფასების დაზღვევის შემდეგ ფასი 9 პროდუქტზე მხოლოდ გარეუბნებსა და სოფლებში გაიზარდა. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.

"სადღაც, შეიძლება გარეუბანში ან რეგიონში, ვიღაც ადგილობრივმა მეწარმემ რაღაცა წაამატა 1-2 ლარი... მაგრამ თქვენ თუ მომიტანთ ქსელურ მარკეტებს, რომელიც ამ პროგრამაში იყვნენ ჩართულები... პირდაპირ ვიტყვი, ამ პროგრამაში მთელი საქართველო არ იყო ჩართული, იყო ჩართული მსხვილი კომპანიები", - თქვა გახარიამ.

მანვე მიმართა დეპუტატებს, რომ თუ პროგრამაში ჩართულმა კომპანიებმა ფასები გაზარდეს, "აუცილებლად გაითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში".

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო 9 პროდუქტის ფასების დასაზღვევად 10 მლნ ლარი გამოყო. თუმცა მაღაზიების ნაწილში პროდუქტზე ფასები მაინც გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG