Accessibility links

გიორგი გახარია: საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობის შეზღუდვა არ იგეგმება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათ საქმიანობაში ხელი შეუწყოს.

„ეპიდემიოლოგიურად ტესტები იქნება, დისტანცია იქნება, ტრანსპორტირება იქნება, რაც იქნება გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ. მერწმუნეთ, რომ არ იქნება შეფერხება, რა თქმა უნდა, რაღაც გლობალური აფეთქება თუ არ მოხდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს მან თქვა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ წელს საპარლამენტო არჩევნებზე ყველა წინა არჩევნებზე მეტი დამკვირვებელი იქნება:

„დარწმუნებული ვარ, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი. უბრალოდ დარწმუნებული ვარ ამაში. და ამისთვის ჩვენც გავაკეთებთ მაქსიმუმს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგებიც იზრუნებენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, ადგილობრივი აქტორების გარდა, უკვე მოქცეულია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 27 მაისს, პარლამენტის წინაშე გამოვიდა ანგარიშით, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში. სხდომა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება. პრემიერ-მინისტრი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG