Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიმიტირებულად გავაკეთეთ - გახარიას პასუხი კითხვაზე, რატომ არ ეკიდა 26 მაისს დროშები


საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, 26 მაისი "ლიმიტირებულად" აღინიშნა და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ქალაქის ქუჩებში საქართველოს დროშები არ ეკიდა. ასე უპასუხა მან "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, გიგა ბოკერიას კითხვას.

"სხვა თუ არაფერი [კითხვა] არ გაქვთ... ეროვნული დროშები რატო არ ჩამოვკიდეთ - აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამ, 26 მაისი, ასეთ დროს, როცა სოციალური ცხოვრება შეზღუდულია, ყველაფერი გავაკეთეთ ლიმიტირებულად, დავზოგეთ ბევრი რამ. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია", - თქვა გახარიამ.

26 მაისი საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების დღეა. ამ დღეს, ქვეყანაში ყოველწლიურად ღონისძიებები იმართება. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ამ დღეს შენობებზე საქართველოს დროშებს ფენენ. ასე არ მოხდა 2020 წლის 26 მაისს. ეს დღე კორონავირუსის პანდემიას დაემთხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG