Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: თუ სეზონურად დასაქმებულებს ოფიციალური ხელფასი უფიქსირდებათ, დახმარებას მივცემთ


საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ფულად დახმარებას მიიღებენ სეზონურად დასაქმებული ადამიანები, რომელთაც ოფიციალური ხელფასი უფიქსირდებათ.

გახარიას თქმით, 1 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სეზონურად დასაქმებულებს 2019 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეთ შემოსავალი.

"აგერ არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მიიღებს დავალებას, წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ ვინმეს სისტემური შემოსავალი, ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანების ინტერესს გავითვალისწინებთ და პირველი კვარტლის პრინციპს არ მივაქცევთ ყურადღებას და ამ ცვლილებას შევიტანთ", - ამბობს გახარია.

ყველა დასაქმებული, რომელსაც პირველ აპრილამდე სამი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც დაერიცხა ხელფასი და დაკარგა სამსახური ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, 6 თვის განმავლობაში, ჯამში, 1 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG