Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე გახარიას ანგარიშზე: მასტერკლასი ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს  


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შეაფასა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიში ახალი კორონავირუსის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

„დავასრულეთ ბროლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო, მეორე მხარეს - კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცედენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა - ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ ქვეყანასა და მთლიანად საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს წარსდგა საზოგადოების წინაშე, პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშით და მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სიტყვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG