Accessibility links

აშშ-ში 100 000-ს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა


ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში COVID-19-ით უკვე 100 418 ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალური შედეგებით პირველ ადგილზე ნიუ-იორკის შტატია, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 29 400-ს აჭარბებს.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 700 000-ს უახლოვდება. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 391 500-ზე მეტი.

აშშ ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG