Accessibility links

ევროკავშირის ქვეყნებში "ოპტიმიზმის პარადოქსია"


ევროკავშირში მცხოვრებთა უმრავლესობა ოპტიმიზმით უყურებს თავის მომავალს, მაგრამ უარყოფითად აფასებს საკუთარი ქვეყნების მომავალს.

DW-ს ინფორმაციით, ასეთი შედეგი აჩვენა გერმანული ბერტელსმანის ფონდის მიერ ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში ჩატარებულმა გამოკითხვამ. სოციოლოგებმა საერთო ჯამში 13 000 ადამიანი გამოკითხეს. შედეგებს მკვლევრები აფასებენ როგორც „ოპტიმიზმის პარადოქსს,“ რომელიც მეტნაკლებად ვლინდება ევრკავშირის 27-ივე ქვეყანაში.

მაგალითად, გერმანიაში გამოკითხულთა 65% ოპტიმიზმით უყურებს საკუთარ მომავალს, ხოლო გერმანიის მომავლისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი მხოლოდ 44%. ასეთივე განწყობა აქვთ მაგალითად, ესპანელებსაც.

ფონდის მკვლევრების შეფასებით, ამ ტენდენციას კიდევ უფრო გააძლიერებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი და მისი ეკონომიკური შედეგები საზოგადოებრივ პესიმიზმს გააღრმავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG