Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი ავღანელი სამხედრო დაიღუპა სავარაუდო თალიბების თავდასხმის შედეგად


სულ მცირე შვიდი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, როგორც ხელისუფლება ვარაუდობს, თალიბანის თავდასხმის შედეგად ჩრდილოეთ ფარვანის პროვინციაში.

როგორც რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური წერს, ეს არის პირველი ექსტრემისტული თავდასხმა მას შემდეგ, რაც გუშინ ამოიწურა თალიბების მიერ ურაზა-ბაირამთან დაკავშირებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადა.

ფარვანის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის, ვაჰიდა შაჰკარის ცნობით, ექსტრემისტები 28 მაისს თავს დაესხნენ სამხედრო საგუშაგოს. „დანაკარგი განიცადა ასევე თალიბანმაც“, - დასძინა შაჰკარმა.

სამხედრო საგუშაგოზე თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გუშინ ავღანეთის მთავრობამ მოუწოდა ექსტრემისტებს უვადოდ შეენარჩუნებინათ ცეცხლის შეწყვეტა, რაც მოკონფლიქტე მხარეებს შესაძლებლობას მისცემდა განეგრძოთ პატიმრების გათავისუფლების პროცესი, რაც მნიშვნელოვანი პირობაა ინტერავღანური სამშვიდობო დიალოგის დასაწყებად და 19 წლიან ომის დასასრულებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG