Accessibility links

ცხინვალის საავადმყოფოს აპარატურას დონეცკელი სეპარატისტები ურემონტებენ


ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფება სამი პირი უკრაინის სეპარატისტული, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკიდან.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რესი“ წერს, რომ "სპეციალისტები დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ ცხინვალის მრავალპროფილიანი ცენტრის დაზიანებული კომპიუტერული ტომოგრაფის აღსადგენად მუშაობენ. იანვარში დაზიანებული ტომოგრაფი COVID-19-ის დიაგნოსტიკისთვის სჭირდებათ.

ამავე სააგენტოს ცნობით, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლებმა „სამხრეთ ოსეთის“ ექიმებს ჩაუტანეს კომბინიზონები და სხვა დამცავი საშუალებები.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 36 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG