Accessibility links

ბოლნისში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანახმად 2 დადასტურებული შემთხვევა გუშინ აღებული 122 საკვლევი მასალიდან გამოვლინდა.

ინფიცირებულთაგან ერთი ქვემო ბოლნისის მკვიდრია, მეორე კი ე.წ. სასწრაფო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მძღოლია.

27 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 122 სინჯი აიღეს, მათგან 111 სოფელ ქვემო ბოლნისში , 11 კი ქალაქ ბოლნისში.

რადიოს თავისიფლებას ბოლნისის მერიაში განუცხადეს, რომ სოფელ ქვემო ბოლნისში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 7 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 4.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ გამოვნელია კოვიდინფიცირების 165 დადასტურებული შემთხვევა.

ამ დროისთვის სამთავრობო საიტზე Stovcov.ge-ზე კვლავ დღის განმავლობაში არსებული მონაცემებია ასახული.

28 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 738 შემთხვევა. მათგან 573 უკვე გამოჯანმრთელდა. 12 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG