Accessibility links

logo-print logo-print

წითელი ჯვარი: მედიცინის მუშაკებზე ვირუსთან დაკავშირებული 200-ზე მეტი თავდასხმა მოხდა


წითელი ჯვრის პერსონალი ინდონეზიაში, 2020 წლის მარტი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის ცნობით, კოვიდთან დაკავშირებული 208 თავდასხმა მოხდა ჯანდაცვის მუშაკებსა და სამედიცინო ობიექტებზე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ანუიმ დროს, როცა ისინი განსაკუთრებით საჭირო არიან.

პეტერ მაურერის ინფორმაციით, თავდასხმები განხორციელდა სულ 13 ქვეყანაში. მან 27 მაისს ასევე განაცხადა, რომ თავდასხმები სრულ წინააღმდეგობაშია მადლიერებასა და დაფასებასთან, რომელიც მიმართულია ჯანდაცვის მუშაკებისკენ, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან ბევრ სახელმწიფოში.

„არის საშიშროება, რომ კოვიდ-19-ის კრიზისი მალე დაცვის კრიზისში გადაიზარდოს“, განაცხადა მაურერმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას. მან რეპორტიორებს უთხრა, რომ წითელ ჯვარს მონაცემები აქვს ახლო აღმოსავლეთის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან, ამერიკასა და აფრიკის სულ, 13 ქვეყნიდან, სადაც ორგანიზაცია მოქმედებს. მაურერის თანახმად, შემთხვევათა ეს რიცხვი ალბათ ბევრად უფრო დიდია. თავდასხმები განსხვავებულია,- სიტყვიერი მუქარიდან დაწყებული იმ ობიექტების გადაწვის მუქარით დამთავრებული, რომლებშიც პაციენტები არიან მოთავსებული, განაცხადა მაურერმა და დასძინა, რომ შემთხვევათა 23 პროცენტი ფიზიკურ თავდასხმას წარმოადგენს, 20 პროცენტი - დისკრიმინაციული თავდასხმაა პერსონალზე. დანარჩენი შემთხვევები, ამბობს წითელი ჯვრის ხელმძღვანელი, წინასწარგანზრახული უარია დახმარების გაწევაზე, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა და ჯარდაცვის მუშაკთა დაცვის ზომების უგულებერყოფა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG