Accessibility links

ზურაბიშვილი გაეროს კონფერენციაზე: პანდემიამ ხაზი გაუსვა ძლიერი მმართველობის მნიშვნელობას


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციას, რომელიც COVID - 19-ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.

„პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა. საქართველოს, პატარა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე, ევროპის კართან მდებარე ქვეყნას კი, არაერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მისცა:

- პანდემიამ ხაზი გაუსვა პროფესიონალიზმისა და ძლიერი მმართველობის მნიშვნელობას, როგორც კრიზისთან გამკლავების ასევე, მომავალი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

- მან გვაჩვენა დემოკრატიის ძირითადი ელემენტების დაცვის მნიშვნელობა; შენარჩუნებულ იქნა გამჭვირვალობა, პროპორციულობა და ანგარიშვალდებულება და დამტკიცდა, რომ დემოკრატიებს შეუძლიათ გლობალური გამოწვევების ეფექტიანად მართვა ძირითად პრინციპებზე უარის თქმის გარეშე.

- მან აგრეთვე გამოავლინა და გააღრმავა ჩვენს ეკონომიკაში არსებული ხარვეზები, - გაზრდილი უთანასწორობა და სიღარიბე, გარემოსდაცვითი და სოციალური ხარჯები, რომლებიც არ არის სათანადოდ აღრიცხული და რომლებზეც აუცილებელია ეფექტიანი რეაგირება.

- მან საბოლოოდ დაადასტურა, რაც ჩვენ უკვე ვიცოდით მიწოდების ჯაჭვში გადამეტებული დამოკიდებულების რისკების შესახებ და იმ დამატებითი ჰუმანიტარული დანაკარგები, რომელიც კონფლიქტებითა და ოკუპაციითაა გამოწვეული პანდემიის დროს“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მათთვის ცნობილია, რას უნდა შეეგუონ და რა არის შესაცვლელი.

„1. ეკონომიკისა და ზრდის ჩვენს მეთოდებში ვცდილობთ ვიპოვოთ ახალი ბალანსი ზრდასა და მდგრადობას შორის, ინდივიდუალური უნარების, მეწარმეობის მხარდაჭერასა და საზოგადოებრივ მხარდაჭერას შორის, თავისუფალ ვაჭრობასა და დივერსიფიცირებას შორის. ჩვენ უსაფრთხო ტურიზმის განსავითარებლად ვსახავთ სტრატეგიას ასევე, საფუძველს ვუყრით ახალ ინდუსტრიებს მწვანე ეკონომიკასთან ერთად, რაც დაფუძნებულია ბიომრავალფეროვნებაზე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ.

2. როგორც პატარა, მოძრავი და ისტორიულად გამძლე ქვეყანა, ჩვენ ვფლობთ, როგორც სივრცეს ასევე, რესურსებს იმისათვის, რათა გავხდეთ ლაბორატორია ახალი მოდელების შესამოწმებლად. გლობალური შეფერხებები პატარა ქვეყნებისთვის ახალ გასასვლელებს ქმნიან, რათა მოხდეს მათი ჩართულობა მეწარმეობაში და მიწოდების ჯაჭვში“ - აღნიშნავს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისციის ცნობით, ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები მნაწილეობდნენ. კონფერენციას სიტყვით მიმართეს: გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და სხვა ლიდერებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG