Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლო: კანონიერია პრეზიდენტის განკარგულება ახალი პრემიერის დასახელების შესახებ


კოსოვო - საპრტოტესტო გამოსვლის რეპეტიცია.
კოსოვო - საპრტოტესტო გამოსვლის რეპეტიცია.

კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანონიერია პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩიტს დეკრეტი, რომლის თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ალბინ კურტი უნდა შეიცვალოს.

მოელიან, რომ 28 მაისს გვიან გამოცხადებული დადგენილება მემარცხენე-ნაციონალისტური, „თვითგამორკვევის“ პარტიის მომხრეთა მასობრივ გამოსვლებს გამოიწვევს. პარტია ვადამდელ საყოველთაო არჩევნებს მოითხოვს.

სასამართლოს დადგენილების გამოცხადებამდე „თვითგამორკვევის“ პარტიის ათასობით მომხრე გავიდა ქუჩაში წვიმის მიუხედავად და მოაწყვეს, როგორც თვითონ თქვეს, დემონსტრაციის „რეპეტიცია“ იმ შემთხვევისთვის, თუ სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

დემონსტრანტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დაცვით მოქმედებდნენ, იცავდნენ დისტანციას და ეკეთათ ნიღბები, ასევე ხელთათმანები.

30 აპრილს ტაჩიმ დაასახელა ავდულა ჰოტი ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიის, LDK-ს წარმომადგენელი, კურტის შემცვლელად პრემიერის პოსტზე, მაგრამ კურტის პარტიამ საჩივარი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.

კურტი და მისი მომხრეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ესწრაფვიან. მათი მოწინააღმდეგეები, ტაჩის მეთაურობით, თვლიან, რომ ჯერ პარტია LDK-ს უნდა მიეცეს შანსი, შექმნას ახალი მთავრობა.

LDK მეორე ადგილზე გავიდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ჩამორჩა „თვითგამორკვევის“ პარტიას. ორმა პარტიამ შექმნა რთული კოალიცია.

კურტის მთავრობა დაიშალა LDK-ს მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის შედეგად მარტში, ხელისუფლებაში 50 დღიანი ყოფნის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის ზომების და სერბეთისთვის სასაქონლო ტარიფების გაუქმების გარშემო დავის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG