Accessibility links

მარინა ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინე სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ ინფიცირების 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6 კარანტინში იყო, 2 კი ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება. ექიმის თანახმად, რვავე ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული:

„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, დილამდე ჩვენთან შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევა და ერთი საეჭვო ანტიგენდადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს. ანუ სწრაფი ტეტსტით დადასტურებულია. დღეს გაკეთდება მასთან PCR კვლევა ცხვირ-ხახის ნაცხზე და ვნახავთ შედეგს რაც იქნება", - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

ექიმის თანახმად, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 8 ახალ პაციენტს შორის ხანდაზმულები არ არიან, ერთი კი 16 წლისაა. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მაისის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 746-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 576, გარდაიცვალა12. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 418-ით აჭარბებს აქტიურ შემთხვევებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG