Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ელოდებიან 4 პაციენტის გამოჯანმრთელების დადასტურებას


ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, საავადმყოფო გუშინ კოვიდ-19-ისგან განკურნებულმა 4-მა პირმა დატოვა. მათგან 1 მოზარდია, 3 კი ზრდასრული. აღნიშნული 4 ადამიანიდან 2 ერთი ოჯახის წევრები არიან.

მაკა სოლოღაშვილის თანახმად, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის სულ 28 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტები არ არიან:

"პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია. უმრავლესობა ელოდება გამოჯანმთელებას, ამ დროისათვის ახალი პაციენტი კვლევაში ჩასართავად არ გვყავს“, - უთხრა ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა. მისი თქმით, კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით განთავსებულ 28 პაციენტს შორის არის 10 ბავშვი.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 738-დან 746-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 576-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 418-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს, გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG