Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წელს აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა შარშანდელ აპრილთან შედარებით


2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის აპრილთან შედარებით, 16.6%-ით შემცირდა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასება.

2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6%-ია.

2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

გასულ თვეში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. აპრილში ასეთი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი პროგნოზი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 5.5%-ით შემცირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG