Accessibility links

მომსახურების სააგენტო აახლებს ყველა სახის სერვისს


შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 1 ივნისიდან განაახლებს ყველა სერვისს, რომელიც შეზღუდული იყო ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1 ივნისიდან სერვისების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება. ამასთან 31 მაისის დილი 9 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დაჯავშნონ ავტომობილის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა.

როგორც მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, მოქალაქეები ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისების განახლება ეტაპობრივად 18 მაისიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აღდგა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები იმ პირებისთვის, ვისაც ჩაბარებული ჰქონდათ თეორიული გამოცდა. 18 მაისიდან აღდგა ასევე ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.25 მაისიდან განახლდა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდების სერვისი მათთვის, ვისაც ელექტრონული ჯავშანი უკვე ჰქონდა, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლა. 25 მაისიდან სრულად აღდგა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG