Accessibility links

კოსოვოს პრეზიდენტი მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას


არბინ კურტის მომხრეები მთავრობის შენობასთან 28 მაისს

კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას, რომელმაც გაამართლა მისი დეკრეტი პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის დათხოვნის და ახალი პრემიერის დასახელებასთან დაკავშირებით.

ტაჩის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა კონსტიტუციასთან თანხვედრაშია. გადაწყვეტილებას მიესალმა ასევე ავდულა ჰოტი, პოლიტიკოსი, რომელიც ტაჩიმ პრემიერის პოსტზე დაასახელა ჯერ კიდევ 30 აპრილს.

კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ 28 მაისს, გვიან დაადგინა, რომ პრეზიდენის დეკრეტი კანონიერია.

მოელიან, რომ 28 მაისს გამოცხადებული დადგენილება მემარცხენე-ნაციონალისტური, „თვითგამორკვევის“ პარტიის, მომხრეთა მასობრივ გამოსვლებს გამოიწვევს. პარტია ვადამდელ საყოველთაო არჩევნებს მოითხოვს.

სასამართლოს დადგენილების გამოცხადებამდე „თვითგამორკვევის“ პარტიის ათასობით მომხრე გავიდა ქუჩაში წვიმის მიუხედავად და მოაწყვეს, როგორც თვითონ თქვეს, დემონსტრაციის „რეპეტიცია“ იმ შემთხვევისთვის, თუ სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ავდულა ჰოტი ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიის, LDK-ს წარმომადგენელია

კურტი და მისი მომხრეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ესწრაფვიან. მათი მოწინააღმდეგეები, ტაჩის მეთაურობით, თვლიან, რომ ჯერ პარტიას LDK-ს უნდა მიეცეს შანსი შექმნას ახალი მთავრობა.

LDK მეორე ადგილზე გავიდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ჩამორჩა „თვითგამორკვევის“ პარტიას და ორმა პარტიამ შექმნა რთული კოალიცია.

კურტის მთავრობა დაიშალა LDK-ს მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის შედეგად მარტში, ხელისუფლებაში 50 დღიანი ყოფნის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის ზომების და სერბეთისთვის სასაქონლო ტარიფების გაუქმების გარშემო დავის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG