Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება


საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ დღეს, 29 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი აღდგა, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. მომავალ კვირაში ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრა სატელევიზიო ეთერიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე მოხდება და დეპუტატები პირდაპირ ეთერში უპასუხებენ კითხვებს. მომავალი ეთერი აჭარიდან იგეგმება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ამ ცვლილებებით 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა და 120-მდე იზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა. ზუსტად ამ შეთანხმებას მიაღწია ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების ჩართულობით 8 მარტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG