Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის თქმით, ლოგიკურია, რომ ბიზნესი „ქართულ ოცნებას“ თანხას სწირავს


მმართველი პარტიის წევრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის ლოგიკურია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები მის პარტიას თანხას წირავენ. ამის შესახებ მან პანდემიის დროს მიღებული შემოწირულებების შესახებ საუბრის დროს თქვა.

"შემოწირულობების მობილიზება ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება", ისევე როგორც სხვა პარტიები ემზადებიან არჩევნებისთვის. არჩევნებს სჭირდება სახსრების მობილიზება და შემოწირულობებია ამის ნიშანი. რაც შეეხება იმას, რატომ სწირავენ ბიზნესმენები მაღალი მოტივაციით "ქართულ ოცნებას", მიზეზი მარტივია, 2012 წლამდე ბიზნესი იყო წნეხის, რეკეტის ქვეშ და დღეს არის თავისუფალი. შესაბამისად, ბიზნესის მოტივაციაა თანხა შეწირონ ქართულ ოცნებას და შეინარჩუნონ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური", - თქვა მან.

"ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის 17 თებერვლიდან 15 მაისამდე 2 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო. 90 შემომწირველს შორის არიან ისეთები, ვინც მმართველი პარტიისთვის პირველად გაიღო ფულადი რესურსი, ისეთები, ვინც უკვე წლებია მას სოლიდურ თანხებს სწირავს და ისეთებიც, ვინც წლების წინ სხვა მმართველ პარტიას სწირავდა და ახლა "ქართულ ოცნებას" სწირავს.

ამავე თემაზე: 2 მილიონზე მეტი მმართველ პარტიას, პანდემიის დროს, ეკონომიკური კრიზისის მოლოდინში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG