Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი გახარია პრემიერი შემოდგომაზეც იქნება


მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია უახლოეს რამდენიმე თვეში დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტს შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს უთხრა.

კითხვაზე, იქნება თუ არა გახარია შემოდგომაზეც პრემიერის თანამდებობაზე, კობახიძემ ასე უპასუხა:

"რა თქმა უნდა".

ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებს. ეს ინფორმაცია ჯერ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG