Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ბავშვზე ვზრუნავთ ჩანასახვიდანვე


​პარლამენტის უმრავლესობის წევრი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ბავშვთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. ასე უპასუხა მან ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ქვეყანაში ბავშვთა სავალალო მდგომარეობას შეეხებოდა.

ხუნდაძის თქმით, ოჯახები უარს ამბობდნენ შვილის ყოლაზე იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდათ მშობიარობის თანხა. მათ მიერ შეთავაზებული პროექტებით კი ათასობით ოჯახს ეყოლა შვილი.

"ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა აფინანსებს ორსულებს იმ მედიკამენტებით, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია - ანუ ჩვენ ბავშვზე ვზრუნავთ ჩასახვისთანავე", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ გაუმჯობესდა საბავშვო ბაღებში კვება, უფრო მეტად ეხმარებიან სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. გარდა ამისა, მათი პროგრამებიდან გამომდინარე, შემცირდა აბორტების რაოდენობაც. მან "ევროპულ საქართველოს" მიუთითა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბავშვთა მდგომარეობა უარესი იყო.

ხუნდაძის გამოსვლას წინ უსწრებდა "ევროპული საქართველოს" წევრისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოხსენება. ის აღნიშნავდა, რომ საქართველოში ბავშვების დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია, მათ ნაწილს სათამაშო არ აქვს, ნაწილი კი სახლში გაკეთებული სათამაშოთი თამაშობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG