Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ნაცკლასტერი“ და „მაზოხისტები“ უწოდა


„რა არის, მაზოხისტები ხართ?“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან და „ნაცკლასტერი უწოდა“. მისი ეს შეფასება მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების კრიტიკას.

გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „სადისტები იყვნენ, როდესაც ძალა ჰქონდათ ხელში“.

„არ ვიცი, სადიზმის რამხელა დიაპაზონი ... და რამდენი ადამიანია დაზარალებული. სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ ახლა, სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს? რომელ ბავშვებზე და ვისზე გიზრუნიათ საერთოდ, „თანხებს რატომ არ აძლევთო, ასეთი სახელმწიფო თუ იცითო საერთოდ?“ - ვისთვის რა თანხა გაქვთ მიცემული ოდესმე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ამას ვერ ხედავენ ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანებით გადაადგილებული პრემიერ-მინისტრი თუ მისი მთავრობის წევრები.

"მსოფლიოს შიმშილის ინდექსით, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობს რეგიონში. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ჩვენს მმართველობაზე საუბრობთ, გაიხსენეთ, ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა, ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4%-მდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა, ეს კი იმიტომ ხდება რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ და სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში პარლამენტში გამოდის, ის მიწვეულია ინტერპელაციის წესით "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG