Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტი მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას, პრემიერი მას "უსამართლოდ" თვლის


კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი პრიშტინაში, პრესკონფერენციაზე
კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი პრიშტინაში, პრესკონფერენციაზე

კოსოვოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება მისი გადაყენების და ახალი პრემიერის არჩევის თაობაზე პრეზიდენტის დეკრეტის კანონიერების შესახებ, არასამართლიანი და მიუღებელია.

მანამდე კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას, რომელმაც გაამართლა მისი დეკრეტი პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის დათხოვნის და ახალი პრემიერის დასახელებასთან დაკავშირებით.

ტაჩის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, კონსტიტუციასთან თანხვედრაშია. გადაწყვეტილებას მიესალმა ასევე ავდულა ჰოტი, პოლიტიკოსი, რომელიც ტაჩიმ პრემიერის პოსტზე დაასახელა ჯერ კიდევ 30 აპრილს.

კურტიმ ფეისბუკით გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერით საკონსტიტუციო სასამართლომ „სამწუხაროდ დაიკავა მათი მხარე, ვისაც სახელმწიფო მიტაცებული აქვს“. კურტის თანახმად, მისი პარტია ბრძოლას გააგრძელებს კორუმპირებული ჯგუფის წინააღმდეგ. პრემიერის თქმით, ის მოქალაქეებს მიაწოდებს ინფორმაციას მომავალი ნაბიჯების შესახებ.

კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ 28 მაისს, გვიან დაადგინა, რომ პრეზიდენის დეკრეტი კანონიერია.

ავდულა ჰოტი ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიის, LDK-ს წარმომადგენელია.

კურტი და მისი მომხრეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ესწრაფვიან. მათი მოწინააღმდეგეები, ტაჩის მეთაურობით, თვლიან, რომ ჯერ პარტია LDK-ს უნდა მიეცეს შანსი, შექმნას ახალი მთავრობა.

LDK მეორე ადგილზე გავიდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ჩამორჩა „თვითგამორკვევის პარტიას“ და ორმა პარტიამ შექმნა რთული კოალიცია.

კურტის მთავრობა დაიშალა LDK-ს მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის შედეგად მარტში, ხელისუფლებაში 50-დღიანი ყოფნის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის ზომების და სერბეთისთვის სასაქონლო ტარიფების გაუქმების გარშემო დავის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG