Accessibility links

ავაკოვი: უკრაინის ქალაქ ბროვარის ინციდენტი დაკავშირებულია კორუფციასთან ხელისუფლების რიგებში


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ქალაქ ბროვარიში მომხდარი მასობრივი სროლის ინციდენტი დაკავშირებულია კორუფციასთან კიევისა და რეგიონების ხელისუფალთა რიგებში.

ავაკოვმა ტვიტერში დაწერა, რომ 29 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაპატიმრებულია 10 ადამიანი და მოსალოდნელია მეტის დაკავება.

მანამდე ავაკოვის მოადგილემ, ანტონ გერაშჩენკომ ფეისბუკში დაწერა, რომ სამი ადამიანი დაიჭრა სროლისას, რომელსაც მან უწოდა „კრიმინალური ანგარიშსწორება“ სატრანსპორტო კომპანიებს შორის, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ გარეული. მისი თქმით, მოხდა იარაღის უდიდესი ნაწილის კონფისკაცია.

მედიის ცნობით, ბროვარის პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილეობდა ასამდე ადამიანი, ბევრი მათგანი სხვა რეგიონებიდან. დაწყებულია გამოძიება „ხულიგნობის“ საქმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG