Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ გახარიას პარლამენტში ახალი არაფერი უთქვამს, გარდა ოპოზიციის ლანძღვისა


თინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას 29 მაისის გამოსვლა პარლამენტში 27 მაისის გამოსვლისგან განსხვავდებოდა მხოლოდ იმით, რომ იგი პარლამენტისთვის კიდევ უფრო შეუფერებელი რიტორიკით საუბრობდა.

„ბატონმა გახარიამ დაგვაყვედრა საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტში მოსვლა, რაც მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ოპოზიციას დეგრადირებულები უძახა, სიძულვილის ენა აფრქვია, მაგრამ ვერ გააკეთა მთავარი, რისი მოსმენაც საქართველოს მოქალაქეს უნდოდა - ეს არის ის, თუ როგორ დაძლევს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმ უკიდურეს სიღარიბეს, რომელშიც ვიმყოფებით“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ სხდომის დასრულების შემდეგ.

29 მაისის პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით დაბარებული გიორგი გახარია ოპოზიციის კითხვებს პასუხობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG