Accessibility links

საქართველოს მოქალაქე დაიღუპა სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მომხდარი აფეთქების დროს


თურქული გამოცემის, „მილიეთის“ მიხედვით, სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მომხდარი აფეთქებისას ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი და თურქეთის 55 წლის მოქალაქე.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ამბავი დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან“, - აღნიშნეს უწყებაში.

აფეთქებამ შენობა თითქმის მთლიანად დაანგრია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG