Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატვირთოების მძღოლების ტესტირება დაიწყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე


დღეიდან საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს შემოსვლისთანავე სწრაფი ტესტი უტარდებათ, როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილმა თქმით, ამ პროცედურას ნახევარი საათი სჭირდება.

„უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გააგრძელებს გზას. ნებისმიერი ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გადაყვანილი იქნება ე.წ. ცხელების ცენტრში. ნიმუშის აღებასა და ტესტის ჩატარებაზე გადამზადდა ლაგოდეხის საბაჟოს ოთხი თანამშრომელი და ისინი ასრულებენ ამ სამუშაოებს“, - თქვა ნელი ხიზანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა ამ დროისთვის მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს შეუძლიათ, სხვა პირებისთვის გადაადგილება აკრძალულია.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმოსვლა მიმდინარე წლის 14 მარტის შემდეგ შეწყვეტილია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის თებერვლის ბოლოს გამოვლინდა. კახეთის რეგიონი ამ დრომდე ე.წ. „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG