Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: „ინფიცირების მატება მოსალოდნელი იყო“


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა საგანგაშო არ არის.

„შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. მოგეხსენებათ, 11 ინფიცირებული არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ, ამიტომ ერთის მხრივ არავითარი საშიშროება არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადია და იქნება მართვადი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 757 დადასტურებული შემთხვევაა; კარანტინის რეჟიმშია 3031 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262. გამოჯანმრთელდა 600 პაციენტი.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG