Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა უარი თქვა ტრამპის მიწვევაზე დიდი შვიდეულის სამიტზე ვაშინგტონში


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, უარი განაცხადა მიწვევაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაუგზავნა აშშ-ში დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად.

„ფედერალური კანცლერი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს, ივნისის ბოლოს ვაშინგტოში, დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვევისთვის“, მოჰყავს გამოცემა "პოლიტიკოს" გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის სიტყვები.

„დღესდღეობით, პანდემიის გამო შექმნილი საერთო ვითარების გათვალისწინებით, კანცლერს არ შეუძლია თანხმობა თქვას თავის პირად მონაწილეობასა და ვაშინგტონში გამგზავრებაზე“, იტყობინება ზაიბერტი, რომელიც დასძენს, რომ „ანგელა მერკელი, ცხადია, გააგრძელებს პანდემიაზე დაკვირვებას“.

თეთრმა სახლმა 26 მაისს განაცხადა, რომ, ტრამპის აზრით, „კორონავირუსის გამო აკრძალვების შემდეგ ეკონომიკის გახსნის უფრო დიდებული მაგალითი, ვიდრე დიდი შვიდიანის სამიტი აშშ-ში ივნისის ბოლოს, ვერაფერი იქნებოდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG