Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები ძალადობაში გადაიზარდა პოლიციის მიერ უიარაღო შავკანიანი კაცის მოკვლის შემდეგ


საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც დაიწყო აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უიარაღო შავკანიანის დაპატიმრების დროს სიკვდილის შემდეგ, გავრცელდა აშშ-ის სხვა არეალებში. ხალხი გამოხატავს თავის ბრაზს ბოლო დროს თეთრკანიანი პოლიციელების ხელით უიარაღო აფროამერიკელების მოკვლის არაერთი შემთხვევის გამო. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩები და გაიძახოდნენ ლოზუნგს „black lives matter“ (შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია). დემონსტრაციები მოეწყო აშშ-ის არაერთი ქალაქში. მათი მონაწილეები 29 მაისს მოითხოვდნენ მართლმსაჯულებას ჯორჯ ფლოიდის გამო, რომელიც ამ კვირაში დაიღუპა მას მერე, რაც დაკავების დროს მას, ქუჩაში, წაქცეულს, პოლიციელმა კისერზე მუხლი დააჭირა.

ეროვნული გვადიის ძალები განთავსდნენ ვაშინგტონში, 30 მაისს, მას მერე, რაც დემონსტრანტების ჯგუფი შეიკრიბა თეთრ სახლთან და პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სალანძღავ სიტყვებს გაიძახოდნენ.

თეთრი სახლი ჩაიკეტა ღამით, როცა ასეულობით დემონსტრანტი მონაწილეობდა დემონსტრაციაში მახლობელ პარკში და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „no justice no peace“ (სამართლიანობის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება) და „black lives matter“ (შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია). თეთრი სახლი მას მერე ჩაკეტეს, რაც პოლიცია მასიდან შეეცადა ერთი პირის გაყვანას.

თუმცა დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, ზოგიერთი საპროტესტო გამოსვლა ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობრივი გამოსვლების შესახებ იტყობინებიან მინეაპოლისადან - მინესოტის შტატიდან, ასევე დეტროიტიდან - მიჩიგანიდან, ატლანტიდან - ჯორჯიის შტატიდან, რიჩმონდიდან, პორტლენდიდან, კოლამბუსიდან, გზები გადაიკეტა ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, სან-ხოსეში, კალიფორნიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG