Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: „პლაქვენილის“ გამოყენებას საქართველოში გართულება არ მოჰყოლია


საქართველოში, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეჩერდა, - ამ ინფორმაციის კომენტირებისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მედიკამენტ „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფთან გართულება არ დაფიქსირებულა.

​„პლაქვენილის“ გამოყენება შეჩერდა გაიდლაინებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, რადგან გამოქვეყნდა კვლევები, მათ შორის ჟურნალ „ლანცეტშიც“, თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა. სხვათა შორის, „პლაქვენილი“ დღემდე გამოიყენება არაერთი ქვეყნის სხვადასხვა გაიდლაინებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომლის თქმითაც, „პლაქვენილი“ კარგად შესწავლილი ძველი პრეპარატია.

„უბრალოდ, „კოვიდის“ დროს იქნა გამოყენებული დაკვირვებისა და ანალიზის შემდეგ. გვაქვს კვლევები, რომლებშიც მისი უპირტესობებია ნაჩვენები. დაველოდოთ სხვა ბევრ კვლევას. ამ ეტაპზე, ვადასტურებ, საქართველოში შეჩერდა მისი დანიშვნა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ, ჯერჯერობით არც ერთ წამალს არ აქვს კორონავირუსულ ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების უნარი. ამიტომ, ამ დაავადების მკურნალობა არის, იყო და რჩება მხოლოდ სიმპტომური, სინდრომული. წინა პლანზეა ტემპერატურის დაწევის საშუალებები; ყველაზე მთავარია ჟანგბადის მიწოდება; სხვადასხვა მონოკლონური ანტისხეულები, გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გადასხმა და სხვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG