Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი თვლის, რომ ლიბიაში რუსეთის მიერ თვითმფრინავების განთავსება უკავშირდება მოსკოვის სწრაფვას, ფეხი მოიკიდოს რეგიონში


აშშ-ის AFRICOM-ის მიერ გავრცელებული ფოტო. რუსული Mig-29 ლიბიის საჰაერო სივრცეში, 2020 წლს 26 მაისი
აშშ-ის AFRICOM-ის მიერ გავრცელებული ფოტო. რუსული Mig-29 ლიბიის საჰაერო სივრცეში, 2020 წლს 26 მაისი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკის სარდლობამ (AFRICOM) უარყო რუსეთის მტკიცება, რომ არ განუთავსებია საბრძოლო თვითმფრინავები ლიბიაში და განაცხადა 29 მაისს, რომ თვითმფრინავები წარმოადგენს რუსეთის მიზანს, ფეხი მოიკიდოს ნავთობით მდიდარ რეგიონში. ბრიგადის გენერალმა, გრეგორი ჰედფილმა, AFRICOM-ის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, განაცხადა, რომ აშშ აკვირდებოდა MiG-29-ის და SU-24-ის ტიპის 14 სამხედრო თვითმფრინავს, რომლებიც რუსეთის არმიამ ჩაიყვანა, და რომლებიც დასხდნენ ხალიფა ჰაფტარის და მისი, აღმოსავლეთში განთავსებული, ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) აეროდრომზე .

ჰედფილდის თანახმად, ლიბიაში მოქმედება რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, ხელი მიუწვდებოდეს ამ ქვეყნის ნავთობსა და სამხედრო ბაზაზე, რომლიდანაც ევროპა დასარტყმელ მანძილზეა. 29 მაისს, ჟურნალისტების მცირე ჯგუფთან საუბრისას, გენერალმა განაცხადა ასევე, რომ თვითმფრინავების განთავსება უფრო ფეხის მოკიდებას ემსახურება, ვიდრე ომის მოგებას.

აშშ-ის დიდი შეშფოთების მიზეზი იქნებოდა, თუ რუსეთი უზრუნველყოფდა ლიბიაში მუდმივ პოზიციას და განათავსებდა იქ შორი მოქმედების სარაკეტო სისტემებს, „ეს თამაშის წესებს შეცვლიდა ევროპის, ნატოსა და დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის“.

რუსეთმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს საერთო თვითმფრინავებთან, უწოდა რა ბრალდებას „სულელური“ და გამოთქვა ვარაუდი, რომ ისინი საბჭოთა პერიოდში შეიძლება შეეძინა აფრიკის რომელიმე ქვეყანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG