Accessibility links

ივნისში მსოფლიოს ბევრი ქალაქი გეგმავს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას


მსოფლოს ბევრი დიდი ქალაქი განაგრძობს შეზღუდვის ზომების შემსუბუქებას, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის კონტროლის მიზნით დაწესდა და აცხადებს, რომ ივნისში ეს პროცესი უმაღლეს წერტილს მიაღწევს.

ტოკიო, სინგაპური, ნიუ-იორკი და ვაშინგტონი იმ ქალაქებს შორის არიან, რომლებიც ბევრი ფირმას და საწარმოს გახსნიან ივნისში, მაშინ როცა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს მიაღწია.

ტოკიოში მომავალ კვირაში გაიხსნება თეატრები, კინოთეატრები, სავარჯიშო-სპორტული ცენტრები და საცალო ვაჭრობის ობიექტები. ამგვარად, იაპონიის დედაქალაქი მოქმედებს სამფაზიანი საგზაო რუკის მიხედვით, რომელიც შექმნეს შვიდი კვირის წინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოსვლის მიზნით.

სინგაპური აპირებს გახსნას „სწრაფი ხაზი“ ბიზნესისა და საჭირო მოგზაურობისთვის სინგაპურსა და ჩინეთს შორის და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის ოთხთვიანი შეჩერების შემდეგ განახლდება რეისები.

ნიუ-იორკი, აშშ-ის ქალაქი, რომელსაც ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა კორონავირუსმა, "8 ივნისისთვის კვლავ გახსნის გზაზეა", როგორც გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ თქვა.

ვაშინგტონიც ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს გახსნის გზაზე და ივნისში უკვე მომსახურების არაერთი სფერო მიიღებს კლიენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG