Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ტელეარხის თანამშრომლებზე თავდასხმას ჟურნალისტი და ავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა


ავღანეთის Khurshid TV-ის ავტობუსი შარშან, აგვისტოს თავდასხმის შემდეგ
ავღანეთის Khurshid TV-ის ავტობუსი შარშან, აგვისტოს თავდასხმის შემდეგ

ერთი ჟურნალისტი და მძღოლი დაიხოცნენ, ხოლო ექვსი პირი დაშავდა, როცა მინიავტობუსი, რომელსაც ავღანეთის ტელეარხის თანამშრომლები გადაჰყავდა, აფეთქდა ნაღმზე ქაბულში. ცნობა, 30 მაისს მომხდარი აქტის შესახებ გაავრცელა ტელეარხის დირექტორმა.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ადგილზე დაიღუპნენ მძღოლი და ერთი ჟურნალისტი, თქვა „ხურშიდ ტი-ვის“ დირექტორმა ჯავიდ ფარჰადმა, რომელსაც დეტალები არ დაუზუსტებია.

მომხდარი დაადასტურა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის განცხადებაში წერია „რომ თავდასხმის სამიზნე იყო კერძო ტელეარხი „ხურშიდ ტი-ვი“.

პასუხიმგებლობა თავდასხმისთვის არავის უკისრია. თალიბანიც და „ისლამური სახელმწიფოც“ არაერთხელ დასხმია თავს ჟურნალისტებს.

სოციალური მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ძლიერად დაზიანებული თეთრი მინიავტობუსი. მსგავსი თავდასხმისას შარშან მოკლეს ამავე ტელეარხის ორი თანამშრომელი.

ავღანეთი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG