Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ასტრონავტები კერძო კომპანიის, SpaceX-ის რაკეტა-მზიდით პირველად გაფრინდნენ კოსმოსში


SpaceX-ის ხომალდი "Crew Dragon" "Falcon 9-ზე გაფრენამდე, აშშ, ფლორიდა
SpaceX-ის ხომალდი "Crew Dragon" "Falcon 9-ზე გაფრენამდე, აშშ, ფლორიდა

ორმა ამერიკელმა ასტრონავტმა 30 მაისს წარმატებით აიღო სტარტი აშშ-ის ტერიტორიიდან კოსმოსისკენ აშშ-ში შექმნილი კერძო რაკეტის საშუალებით.

ილონ მასკის კორპორაცია SpaceX-ის რაკეტა-მზიდით გაფრენა ისტორიული მოვლენაა.

კოსმოსური ხომალდ „Crew Dragon-ით", რომელშიც ასტრონავტები იმყოფებიან, "Falcon 9"-მ სტარტი აიღო ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 30 მაისს. სტარტი განმეორებით ცდაზე შედგა ცუდი ამინდის მიუხედავად, რის გამოც, პირველი ცდა, 27 მაისს, გადაიდო.

გაფრენისთვის მზადება და სტარტი იუტიუბზე NASA-ს ოფიციალური არხით გადაიცემოდა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გაფრენის დაწყებას კოსმოსური ცენტრიდან აკვირდებოდნენ. ცენტრში კრონავირუსის გამო შეკრებილი იყვნენ შეზღუდული რაოდენობის თანამშრომლები, ჟურნალისტები და სტუმრები.

30 მაისის სტარტი კერძო კოსმონავტიკის ისტორიაში ასტრონავტების გაფრენის პირველი შემთხვევაა.

53 წლის დაგლას ჰერლი და 49 წლის რობერტ ბენკენი 31 მაისს "Crew Falcon-მა" საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა მიიყვანოს. ორივე ვეტერანი ასტრონავტი ამ გაფრენამდე ორჯერ იყვნენ კოსმოსში.

ასტრონავტები სადგურზე 30-დან 119 დღემდე დაჰყობენ. მათი კოსმოსში ყოფნის ზუსტი ვადები მოგვიანებით განისაზღვრება.

"Falcon 9"-ის “სტარტი 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიერ პილოტირებული ხომალდის პირველი გაფრენაა.

თუ მისია წარმატებულად დასრულდა, „Crew Dragon-ის,“ ფრენები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურისკენ რეგულარული იქნება.

NASA-მ სამი მილიარდი დოლარი გადაუხადა Space X-ს Crew Dragon-ის, მრავალჯერადი მოხმარების ხომალდის შესაქმნელად.

თვითონ კომპანია და აშშ-ის კოსმოსური უწყება ხაზს უსვამენ გაფრენის ისტორიული ბუნებას.

ილონ მასკმა კომპანია, Space Exploration Technologies, ანუ Space X, 2002 წელს დაარსა. ის არის პირველი კერძო ფირმა, რომელმაც NASA-სთან ერთად 2012 წელს განახორციელა სატვითო რაკეტის გაფრენა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომელიც დღედმე ამავე საშუალებით მარაგდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG