Accessibility links

აშშ-ის ბევრ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები კიდევ გამწვავდა დაკავებისას შავკანიანი კაცის სიკვდილის შემდეგ


30 მაისს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები აშშ-ის მთავარ ქალაქებში მოითხოვდნენ რასობრივ სამართლიანობას. თეთრკანიანი პოლიციელის ხელში შავკანიანი კაცის სიკვდილის გამო ბრაზი ქვეყანაში სამოქალაქო არეულობაში გადავიდა.

დემონსტრაციების უმეტესობა თავიდან მშვიდობიანი იყო, სანამ გადაიზრდებოდა ძალადობაში, როცა დემონსტრატებმა დაიწყეს საგანგებო მდგომარების უგულებელყოფა, გზები გადაუკეტეს ტრანსპორტს, ცეცხლს უკიდებდნენ შენობებს, ამსხვრევდნენ ფანჯრებს და შეტაკება ჰქონდათ პოლიციასთან.

დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო გამოახატავდნენ გულისწყრომას, გაიმართა ბევრ ქალაქში, მათ შორის, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ატლანტაში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში.

46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა, როცა მინეაპოლისში, დაკავებისას, თეთრკანიანმა პოლიციელმა ხელბორკილები დაადო და სახით ასფალტზე მყოფს, კისერში მუხლს აჭერდა, როცა ფლოიდი იმეორებდა, "ვეღარ ვსუნთქავო".

ვაშინგტონში, ასეულობით დემონსტრანტი მივიდა იუსტიციის უწყებასთან და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: "black lives matter"(შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია) და“I can’t breathe” (ვეღარ ვსუნთქავ).

ბევრი შემდეგ თეთრ სახლთან მივიდა, სადაც მათ დახვდა პოლიცია, რომელმაც დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა წიწაკის გაზი. ეროვნული გვარდიის ნაწილები არეულობის გამო გამოიძახეს ბევრ ქალაქში, მათ შორის, ოჰაიოს შტატში, მინესოტაში, ასევე მისურიში, ვისკონსინსა და ტენესიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG