Accessibility links

მინსკში დააკავეს ოპოზიციის ლიდერი


მიტინგი მინსკში, 31 მაისს. შეკრებილები მხარდაჭერას უცხადებენ სვიტლანა ციხანოუსკაიას და პროტესტს გამოთქვამენ, მისი ქმრის დაკავების გამო

ცნობილი ბელორუსი ოპოზიციონერი, მიკალაი სტატკევიჩი დააკავეს, როცა მინსკში, დემონსტრაციაზე მიემართებოდა. სტატკევიჩი პრეზიდენტობის ყოფილი პოტენციური კანდიდატია, რომელსაც რეგისტრაციაზე ამ თვის დასაწყისში უარი უთხრეს.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში დაგეგმილია 9 აგვისტოსთვის.

ის დააკავეს, როცა მინსკის ცენტრში, კამაროვსკის ბაზრისკენ მიემართებოდა. იქ შეკრებილი იყო ათასამდე ადამიანი, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ოპოზიციონერი ბლოგერის სიარჰეი ციხანოუსკის დაპატიმრების მიმართ. ციხანოუსკსი ახლახან დააპატიმრეს „არასანქცირებულ მასობრივ შეხვედრაში“ მონაწილეობისთვის და მისი კანდიდატურაც გააუქმეს.

31 მაისს მინსკში შეკრებილები მხარდაჭერას უცხადებდნენ ციხანოვსკის ცოლს, სვიტლანა ციხანოუსკაიას, რომელიც ხელმოწერებს აგროვებდა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციისთვის. კანდიდატად რეგისტრაციას ასი ათასი ადამიანის ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG