Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები ისევ ხელმისაწვდომია


დღეიდან, 1 ივნისიდან მუშაობა ჩვეული რეჟიმით განაახლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ. მისი მომსახურება შეზღუდული იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, მომსახურების მისაღებად ადგილზე პირბადით გამოცხადდნენ.

შსს-ს სააგენტო მოქალაქეებს უწევს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა და ავტოტრანსპორტის დეკლარირება, ფიზიკურ პირზე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, ნასამართლობის და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის ცნობების გაცემა და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG