Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა, კიდევ 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 783-დან 794-მდე გაიზარდა.

განიკურნა კიდევ 19 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 624-ია და 466-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG